Kordil — კომპანიის ინფორმაცია

კომპანიის ოფიციალური სახელწოდებაა „Kordil Mühendislik San. ve Tic. Ltd. Şti.“ ; ასევე გამოიყენება სახელები „Kordil“ და „Kordil Surveying & Engineering Ltd. Co."

Kordil-ის შესახებ

Kordil 2009 წელს თურქეთში, სტამბოლში დააარსეს სპეციალისტებმა, რომლებსაც წამყვან საერთაშორისო კომპანიებში მსხვილ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. დღეს კომპანიის ძირითადი მიმართულებებია საინჟინრო აზომვა, პოზიციონირება, საზომი აღჭურვილობა და სახმელეთო თუ საზღვაო კვლევების ფართო სპექტრი. Kordil-ს აქვს საკუთარი პოზიციონირების სისტემები, პროგრამები და ხელსაწყოები, საზღვაო კვლევითი გემები და დაახლოებით 30 სპეციალისტისგან შემდგარი ძლიერი გუნდი, რომელიც ინჟინრებს, გეოდეზისტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს აერთიანებს.

ხარისხის პოლიტიკა

  • ჩვენი ძირითადი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურება დარგის პრაქტიკის, მოქმედი ნორმების, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
  • თანამშრომლები ერთგულად მუშაობენ ხარისხის მიზნების მისაღწევად და საჭიროებისას დამატებით ძალისხმევას არ იშურებენ.
  • ხარისხი ღირებულებად მიგვაჩნია და ჩვენი პერსონალი აცნობიერებს, რომ იგი სამუშაოს ყოველი ეტაპის დეტალებში ვლინდება.
  • Kordil-ის თანამშრომლები ხარისხის დაცვაში ერთმანეთს ეხმარებიან.
  • ხარისხი ღირებულებაა და არა ტვირთი.
  • Kordil-ში თითოეული თანამშრომელი პირადად აგებს პასუხს ხარისხზე.
  • ხარისხი სამუშაოს ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული; შეცდომის შემდგომ გამოსწორებას წინასწარ სწორად შესრულება სჯობს.