Datumate

DJI–Datumate-ის ფოტოგრამმეტრიული აზომვის გადაწყვეტა აერთიანებს გამოსახულებისა და კარტოგრაფირების პროფესიულ ინსტრუმენტებს. ის ეხმარება აზომვით, სამშენებლო, ინსპექტირებისა და ინფრასტრუქტურულ კომპანიებს სამუშაო მოდელების, ტერიტორიის ვიზუალიზაციის, ანალიზისა და გეგმების სწრაფად მომზადებაში. DatuFly™ აპლიკაცია ადგენს DJI დრონების ფრენისა და ფოტოგადაღების გეგმას, ხოლო Datumate-ის ფოტოგრამმეტრიული პროგრამა აერო- და მიწისპირა ფოტოებს გარდაქმნის მაღალი სიზუსტის, გეორეფერენცირებულ 2D რუკებსა და 3D მოდელებად.