Hemisphere VS330

Hemisphere Vector VS330 — GNSS მიმღები

Hemisphere Vector VS330 — GNSS მიმღები

Hemisphere Vector VS330 — GNSS RTK კურსისა და პოზიციის მიმღები

Vector Hemisphere VS330 GNSS მიმღები და კომპასი მხარს უჭერს GPS/GLONASS L1 და L2 სიგნალებსა და RTK რეჟიმს. Eclipse™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს საიმედო შედეგებს საზღვაო და სახმელეთო სამუშაოებისთვის, სადაც საჭიროა მაღალი სიზუსტის კურსი და RTK პოზიცია.

Vector Hemisphere VS330 ამცირებს მრავალგზიანი გავრცელების გავლენას — შეცდომებს, რომლებიც წარმოიქმნება შენობების მინებიდან, ხეებიდან ან მიწიდან სიგნალის არეკვლისას. ორი ანტენა შეიძლება ცალ-ცალკე დამონტაჟდეს კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნების შესაბამისად.

VS330-ის ეკრანი და მართვის ინტერფეისი საშუალებას იძლევა მიმღები მოხერხებულად განთავსდეს ოპერატორთან ახლოს. ორი ანტენის დაშორებას მომხმარებელი ირჩევს კურსის სასურველი სიზუსტის მიხედვით. Vector VS330 დიფერენციალური პოზიციონირებისთვის იყენებს L-band DGNSS/HP/XP-სა და SBAS-ს (WAAS, EGNOS, MSAS და სხვ.).

მახასიათებლები

  • კურსის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა მოკლე და გრძელი საბაზისო ხაზებით, 10 კმ-მდე
  • მრავალგზიანი გავრცელებისა და რადიოჩარევის ეფექტური ჩახშობა
  • მიმღების ტიპი: Vector GNSS L1/L2 RTK
  • სერიული პორტები: 2 სრული დუპლექსის RS232 და 1 ნახევრად დუპლექსის RS422
  • L-band DGNSS/HP/XP (OmniSTAR®) მხარდაჭერა
  • Athena™ RTK, Atlas® L-band, Beacon და SBAS მხარდაჭერა
  • RTK ფიქსაციის სწრაფი მიღება და აღდგენა
  • ჩაშენებული გიროსკოპი და დახრის სენსორები აჩქარებს გაშვებას და თანამგზავრების დროებითი დაკარგვისას განაგრძობს კურსის განახლებას

ტექნიკური მახასიათებლები

  • მიღებული სიგნალები: GPS, GLONASS, BeiDou და Atlas
  • არხები: 502
  • მგრძნობელობა: −142 dBm
  • SBAS თვალთვალი: 3 პარალელური არხი
  • განახლების სიხშირე: სტანდარტულად 10 Hz; დამატებით — 20 Hz
  • დროის სინქრონიზაციის გამოსასვლელი: 1 PPS
  • მაქსიმალური სიჩქარე: 1,850 mph (999 კვანძი)
  • მაქსიმალური სიმაღლე: 18,288 მ (60,000 ფუტი)
  • დიფერენციალური კორექციები: SBAS, Beacon, გარე RTCM, Atlas L-band და Athena RTK
  • RTK სიზუსტე: ჰორიზონტალური — 10 მმ + 1 ppm; ვერტიკალური — 20 მმ + 2 ppm
  • კურსის სიზუსტე: 0.05° RMS ანტენებს შორის 2.0 მ დაშორებით
  • ვერტიკალური რხევის სიზუსტე: 30 სმ (DGPS), 10 სმ (RTK)
  • ნომინალური სიმძლავრის მოხმარება: 5.3 W (GPS L1/L2 + GLONASS L1/L2)

ბროშურები